Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველით ინტერესდება

რამდენიმე დღის წინ მანჩესტერ სიტის თავკაცმა პეპ გუარდიოლამ დაადასტურა, რომ გუნდის პორტუგალიელი ნახევარმცველი ბერნარდო სილვა გუნდის დატოვებას გეგმავდა, დღეს კი ბრიტანული მედიის ცნობით მან მანჩესტერში სახლი დაცალა, რაც მისი გუნდიდან წასვლის აშკარა სიგნალია.

ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, მისი გაფორმების სურვილი ამ მომენტისთვის ტურინის იუვენტუსმა და ატლეტიკომ გამოთქვეს, თუმცა არც ერთ მათგანს ფეხბურთელის აგენტისთვის ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ.

26 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი დაახლოებით 50-55 მილიონად არის შეფასებული და იუვენტუსი მის გაფორმებას მხოლოდ იჯარით თუ მოახერხებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით…