Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მანჯუკიჩს გამოემშვიდობა

ცოტა ხნის წინ მარიო მანჯუკიჩმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ ის საფეხბურთო კარიერას ასრულებს.

იუვენტუსი, რომლის რიგებშიც სუპერ მარიომ 162 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მანჯუკიჩს ტვიტერის მეშვეობით გამოემშვიდობა.

„ჩვენ ერთად შესანიშნავი თავგადასავალი გამოვიარეთ და ჩვენთვის პატივი იყო, რომ შენი კარიერის ნაწილი ვართ.

„მადლობა ყველაფრისთვის და მომავალში წარმატებებს გისურვებთ.“