Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი მარსელოს არ ივიწყებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში მადრიდის რეალის მარცხენა მცველის, მარსელოს გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება და ამ საქმეში კრიშტიანუ რონალდუს დახმარების იმედი აქვს, რომელიც  ბრაზილიელის ახლო მეგობარი გახლავთ.

მარსელო რეალის გეგმებში აღარ შედის და ბლანკოსის ხელმძღვანელობამ მას ახალი გუნდის პოვნა უკვე დაავალა, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად კი სწორედ იუვენტუსი მიიჩნევა.

მარცხენა დაცვა იუვენტუსისთვის უკვე დიდი ხანია პრობლემური პოზიციაა და ანდრეა პირლოს იმედი აქვს, რომ გამოცდილი ბრაზილიელის ტრანსფერი ამ პრობლემას მოაგვარებს.

მარსელომ რეალის სასტარტო თერთმეტეულში ადგილი უკვე დიდი ხანია დაკარგა და სამეფო კლუბი მის გაშვებას და მისი გადასახდელი ხელფასისგან გათავისუფლებას მიესალმება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მოითხოვენ ესპანელები მარსელოს სანაცვლოდ, რომელსაც რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს.