Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მარსელოს მხოლოდ ერთი პირობით გაიფორმებს

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უმოქმედობის შემდეგ, იუვენტუსი ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას შეეცდება და ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსს უკავშირებენ, მადრიდის რეალის ვეტერანი მარსელო გახლავთ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბლანკოსის რიგებში გატარებული 13 წლის შემდეგ, ბრაზილიელი ფეხბურთელი რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს.

32 წლის ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ფერლანდ მენდისთან დაკარგა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი კონტრაქტი ბლანკოსთან მომავალი სეზონის ბოლოს მთავრდება და არ არის გამორიცხული, რომ ესპანელებმა ის სრულიად უფასოდ გაუშვან, რომ მისთვის ხელფასის გადახდა აღარ მოუწიოთ.

წყაროს ინფორმაციით, თუ მარსელონ კარიერის გაგრძელება იუვენტუსში სურს, მას ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს. ის რეალში ამ ეტაპზე სეზონში 8 მილიონ ევროს იღებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტურინელებმა ამ თანხის ნახევარზე მეტი შესთავაზონ…