Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მარსიალის იჯარით დამატებას განიხილავს

იტალიური მედიის ინფორამციით, მანჩესტერმა ტურინის იუვენტუსს ანტონი მარსიალის ტრანსფერი შესთავაზა.

Calciomercato-ს ცნობით, ბიანკონერი ფეხბურთელის დამატებას ზამთარში მომდევნო სეზონის ბოლომდე იჯარის წესით განიხილავს, შემდგომში მისი 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

წყაროს ინფორამციით, მანჩესტერს მარსიალის გაყიდვა ახლავე სურს, იუვენტუსისთვის კი პრიორიტეტი ვლაჰოვიჩია და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ტურინელებმა მის სანაცვლოდ ფული ახლავე გადაიხადონ.