Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მარსიალის ტრანსფერზე გააქტიურდა ?

ფრანგული გამოცემა TF1-ის ინფორმაციით, იუვენტუსი, ბარსელონა და სევილია მანჩესტერ იუნაიტედის შემტევის ანტონი მარსიალის გასაფორმებლად იბრძვიან.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს სევილიასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, მაგრამ ესპანელები მანჩესტერს იჯარის ღირებულებაზე ვერ უთანხმდებიან, ამიტომ შესაძლოა ტრანსფერი ჩაიშალოს და იუვენტუსი-ბარსელონას დუეტს შანსი მიეცეს.

მარსიალის იუვენტუსში გადაბარგების შემთხვევაში, ტურინელები დიდი ალბათობით ალვარო მორატას ბარსელონაში ტრანსფერს მწვანე შუქა აუნთებენ…