Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მზად არის სასუოლოს მოთხოვნილი თანხა გადაუხადოს…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სასუოლოს ლოკატელის სანაცვლოდ მოთხოვნილ 40 მილიონ ევროს გადაუხდის.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა ხვალ ან ზეგ გაიმართება და არ არის გამორიცხული, რომ მანუელის ტურინში ტრანსფერი უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადაწყდეს.

გამოცემის მტკიცებით ერთადერთი დეტალი, რაც გუნდებს შესათანხმებელი დარჩათ, თანხის გადახდის ფორმულა იქნება. იუვენტუსს 40 მილიონის გადანაწილება რამდენიმე სეზონზე სურს და ლოკატელის იუვენტუსში თამაშის სურვილიდან გამომდინარე ნეროვერდი მზად არის ამ დათმობაზე წავიდეს.

ლოკატელი იტალიის ნაკრებში თამაშის შემდეგ დამსახურებულ შვებულებაში იმყოფება და სავარაუდოდ ის ვარჯიშს უკვე ახალ თანაგუნდელებთან ერთად განაახლებს.