Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი – მილანის მატჩს პაოლო ვალერი განსჯის

სერია ა-მ იუვენტუსი – მილანის მატჩის განსჯა პაოლო ვალერის მიანდო, რითიც როსონერის ქომაგების უკმაყოფილება დაიმსახურა.

აღნიშნული მატჩი გუნდებს შორის 9 მაისს გაიმართება და 3 ქულის მოპოვება ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, 42 წლის მსაჯის კისერზე კი მიმდინარე სეზონში არაერთი შეცდომა გვახსოვს.

როსონერის ქომაგები ყველაზე ხშირად 2020 წლის 13 თებერვალს, იტალიის თასის მატჩს იხსენებენ, როდესაც ვალერიმ ტეო ერნანდესს 2 საეჭვო ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი ნაადრევად დაატოვებინა.