Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი მილანის ფორვარდით ინტერესდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი რაფაელ ლეაოს ტრანსფერით ინტერესდება და მზად არის მის სანაცვლოდ როსონერის ბერნარდესკი შესთავაზოს.

ბიანკონერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გაძლიერებას გეგმავს. ტურინელებს მილიკი, ლორენტე, ჟირუ და სხვა რამდენიმე ფეხბურთელი დაუკავშირეს, თუმცა ლეაოს სახელმა დღეს პირველად გაიჟღერა.

ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 30 მილიონად არის შეფასებული და არც ერთ გუნდს ფულის დახარჯვა არ მოუწევდა, თუმცა წყაროს მტკიცებით მილანი მინიმუმ სეზონის ბოლომდე ლეაოს გაშვებას არ აპირებს და პორტუგალიელი ფორვარდის იმედი აქვს.