Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი, მილანი და ინტერი ბელოტისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი, მილანი და იუვენტუსი ზაფხულში რამდენიმე თავისუფალი აგენტის დასამატებლად იბრძოლებენ და ერთ-ერთი მათგანი ტორინოს კაპიტანი ანდრეა ბელოტი იქნება.

ბელოტის კონტრაქტი ტოროსთან სეზონის ბოლოს ეწურება და ტურინული გუნდის მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ მასთან ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინა, იტალიელ ფორვარდს გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

Calciomercato-ს ცნობით, ბელოტის გუნდის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს თვეებში მან აზრი შეიცვალოს, ამიტომ იანვრიდან გუნდები ბელოტისთან პირადი კონტრაქტის დეტალების მოგვარებას ეცდებიან, თუმცა ფავორიტად მილანი მიიჩნევა, რადგან ანდრეა ბავშვობიდან როსონერის ქომაგი გახლავთ.