Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი, მილანი და ინტერი ბარსელონას ფორვარდით ინტერესდებიან

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ნიდერლანდელი ფორვარდი მემფის დეპაი გუნდს დიდი ალბათობით ზაფხულში დატოვებს და მის გაფორმებას სერია ა-ში იუვენტუსი, ინტერი და მილანი შეეცდებიან.

ბლაუგრანას რიგებდიან კუმანის წასვლის და ჩავის მისვლის შემდეგ, დეპაი ესპანური გრანდის სამომავლო გეგმებში არ შედის და გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ესპანეთის დატოვების წინააღმდეგი არც თავად დეპაი გახლავთ.

წყაროს ცნობით, დეპაის გაფორმება მსურველებს ზაფხულში დაახლოებით 35-40 მილიონის სანაცვლოდ შეეძლებათ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას კონტრაქტი ბარსასთან 2023 წლის ზაფხულშ ეწურება, შესაძლოა ბლაუგრანას მისი გაშვება უფრო იაფად მოუწიოს.