Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი, მილანი და ინტერი ევროპის სუპერ ლიგაზე

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ევროპული სუპერ ლიგა 2022/23 წლების სეზონიდან აიღებს სტარტს და ტურნირზე ინტერს, იუვენტუსს და მილანს გარანტირებული ადგილები ექნებათ.

ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ბართომეუმ თავის უკანასკნელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კატალონიური გრანდი ახალ ტურნირზე მონაწილეობისთვის ემზადება, რამაც სუპერ ლიგაზე საუბრები უფრო გაამძაფრა.

წყაროს ინფორმაციით, ეს იქნება 34-მატჩიანი ტურნირი ევროპული კალათბურთის პრინციპით. ზოგიერთ გუნდს ჩემპიონატზე გარანტირებული ადგილი ექნება, ზოგს კი მოსაპოვებლად პლეი-ოფის გავლა მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირზე 5 ინგლისური, 3 იტალიური, 2 გერმანული და 2 ფრანგული გუნდი გარანტირებულ ადგილს მიიღებს.