Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი, მილანი და ფიორენტინა ალვარესისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, რივერ პლეიტის ნიჭიერი ფორვარდის ხულიან ალვარესის ტრანსფერზე პრეტენზია მილანის და ფიორენტინას შემდეგ იუვენტუსმაც გამოთქვა.

21 წლის არგენტინელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა, მიმდინარე კონტრაქტი რივერ პლეიტთან 2022 წლის დეკემბერში ეწურება და დიდი ალბათობით ის ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული და რივერ პლეიტი მას მხოლოდ ამ თანხის სანაცვლოდ გაასხვისებს, სხვა წინადადებებს არც კი განიხილავს.