Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მილანს ატალანტას ფორვარდის ტრანსფერში კონკურენციას გაუწევს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მილანი ატალანტას ფეხბურთელის, სემ ლამერსის ტრანსფერით ინტერესდება, თუმცა როგორც ჩანს როსონერის მისი გაფორმება ადვილად არ გამოუვა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე პრეტენზიას იუვენტუსიც აცხადებს და იტალიურ გრანდებს შორის ფეხბურთელის ტრანსფერზე სერიოზული ბრძოლა გველოდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც ატალანტას გასულ ზაფხულს პსვ-დან შეუერთდა, მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა დუვან ზაპატასთან და ლუის მურიელთან კონკურენციის გაწევას ვერ ახერხებს და ის გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

ატალანტა ფეხბურთელს დაახლოებით 15 მილიონ ევროდ აფასებს. მილანი მის სანაცვლოდ ბერგამოელებს კალდარას სთავაზობს, რომელიც იჯარის წესით ატალანტაში ასპარეზობს, იუვე კი მზად არის, ფეხბურთელის საფასური ერთიანად გადაიხადოს და არჩევანის გაკეთება დიდი ალბათობით გასპერინის გუნდს მოუწევს.