Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მილენკოვიჩის გაფორმებას გეგმავს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ფიორენტინას ცენტრალური მცველის ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმებას კვლავ განიხილავს.

ახალგაზრდა სერბი ცენტრალური მცველი უკვე დიდი ხანია, იუვენტუსის სატრანსფერო სიაში იმყოფება, თუმცა ბიანკონერი მის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდს მერიჰ დემირალი დატოვებს.

დემირალის სახელს ბოლო დღეებში ატალანტას და დორტმუნდს აქტიურად უკავშირებენ და ტურინელებს მის სანაცვლოდ 35-40 მილიონის მიღება სურს, მისი წასვლის შემთხვევაში კი ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩის დამატებას აპირებს, რომელსაც იებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ ფლორენციელები მზად არიან მას 15 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.