Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში ლაციოს ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება.

26 წლის ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია ბიანკონერის სატრანსფერო სამიზნეა და Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინელები მზად არიან ლაციოს ფულთან ერთად უესტონ მაკკენი შესთავაზონ.

მილენკოვიჩს არწივებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ის დაახლოებით 70-75 მილიონ ევროდ არის შეფასებული.