Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მორატას გამოსყიდვას ეცდება

SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ალვარო მორატას გამოსყიდვას ეცდება და იმედი აქვს, რომ ატლეტიკო ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას შეამცირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიანკონერი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ მის იჯარას გაახანგრძლივებს.

მორატა იუვენტუსს სეზონის სტარტზე იჯარის წესით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც ტურინელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. მათ ესპანელი ფორვარდის გამოსყიდვა 45 მილიონად შეუძლიათ, ან ერთი სეზონით იჯარის გახანგრძლივება, რაც კვლავ 10 მილიონი დაუჯდებათ, შემდგომში კი მორატას გამოსასყიდი თანხა 35 მილიონი გახდება.

გათიშვა