Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მორატას გამოსყიდვას არ აპირებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ესპანელი ფორვარდის ალვარო მორატას გამოსყიდვას არ აპირებს.

მორატამ, რომელიც ატლეტიკოს საკუთრებაში იმყოფება, მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის მოლოდინების გამართლებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ტურინელებს მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლო 35 მილიონი ევროს საანცვლოდ შეუძლია, მაგრამ წყაროს ცნობით, ბიანკონერი ესპანელ ფეხბურთელს სამშობლოში დააბრუნებს და აქცენტს დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გააკეთებს.