იუვენტუსი მორატას დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დისციპლინარულმა კომისიამ ალვარო მორატას ბენევენტოსთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ესპანელმა მსაჯთან შელაპარაკების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო, 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
Corriere di Torino-ს ინფორმაციით, ტურინელები მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილები არ არიან და ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავენ.
მორატამ, რომელიც იუვეში სეზონის სტარტზე დაბრუნდა, სერია ა-ში 7 მატჩში 3 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.