Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მურიელის აგენტს დაუკავშირდა, თუმცა…

იუვენტუსი ფორვარდის ძიებას განაგრძობს და ახლა, როდესაც გუნდმა ფედერიკო კიეზაც დაკარგა, დიდი ალბათობით მათ იანვარში შეტევის ხაზის გაძლიერება მოუწევთ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ატალანტას ლუის მურიელი გახლავთ, რომელსაც როგორც ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე, ასევე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში.

წყაროს ცნობით, კოლუმბიელი, რომელიც მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა, იუვენტუსში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის და ტურინელები მის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე მართავენ კიდეც, მაგრამ ჯან პიერო გასპერინის შუა სეზონში მურიელის დაკარგვა და პირდაპირი მეტოქის გაძლიერება არ სურს, ამიტომ ტურინელებს მისი ტრანსფერის შეთანხმება გაუჭირდებათ…