Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ნაპოლის კიპერის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი ნაპოლის კარის დარაჯის დავიდ ოსპინას გაფორმებაც განიხილავს.

ბიანკონერი გუნდის მეორე კიპერის მატია პერინის შემცვლელის ძიებაშია, რომელსაც ტურინულ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და Tuttomercato-ს ცნობით, ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი დავიდ ოსპინაა, რომელიც პერინის მსგავსად სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.

ნაპოლიმ ოსპინას ახალი ხელშეკრულება უკვე შესთავაზა, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას თავად კოლუმბიელი მიიღებს.