Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი შეიძლება გადაიდოს

იტალიური მედიის ინფორამციით, სერია ა-ს მესამე ტურის მატჩები, რომლებიც 11 სექტემბერს არის ჩანიშნული შესაძლოა გადაიდოს.

ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები გუნდს მატჩების დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე შეუერთდებიან და მათი თამაში თითქმის შეუძლებელი იქნება.

ამ მიზეზის გამო ლა ლიგაში ბარსელონა-სევილიას და ვილიარეალი-ალავესის მატჩი უკვე გადაიდო.

თუ სერია ა-ს ხელმძღვანელობა აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ემპოლი-ვენეციას, ნაპოლი-იუვენტუსის და ატალანტა-ფიორენტინას მატჩები შესაძლოა გარუკვეველი ვადით გადაიდოს.