Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო

სერია ა-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იუვენტუსი – ნაპოლის მატჩი 7 აპრილს გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრა გუნდებს შორის სეზონის სტარტზე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონა ვირუსის გამო შეხვედრა გადაიდო და გამართვის ახალ თარიღად 18 მარტი დასახელდა.

თუმცა, სერია ა-ს განმარტებით, ორივე გუნდმა დატვირთული გრაფიკის გამო მატჩის გადატანა ითხოვეს და აღნიშნული შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება.