Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი – ნაპოლის საბოლოო ვერდიქტი 9 ნოემბერს გახდება ცნობილი

ნაპოლიმ 4 ოქტომბერს ტურინში ჩასვლა და იუვენტუსთან დანიშნულ მატჩზე გამოცხადება კორონა ვირუსის გამო ვერ მოახერხა, რის შედეგადაც დისციპლინარულმა კომისიამ პარტენოპეის ტექნიკური 3 – 0 მარცხი ჩაუთვალა და 1 ქულა დააკლდო, რაც ნაპოლიმ გაასაჩივრა.

სააპელაციოს სასამართლო აღნიშნულ საკითხზე 9 ნოემბერს იმსჯელებს და სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილებასაც იმავე დღეს მიიღებს. თუ სასამართლო ნაპოლის საჩივარს არ მიიღებს, გუნდი საჩივარს სხვა ინსტანციაში შეიტანს.