Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი – ნაპოლი: გაურკვეველი სიტუაცია…

როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვენტუსის და ნაპოლის რიგებში კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, პარტენოპეი ტურინში გამგზავრებას ვერ ახერხებს და ხვალინდელი მატჩის ჩატარება საფრთხის ქვეშ არის და რა მოხდება ასეთ სიტუაციაში, არავინ იცის…

სერია ა-ს უსაფრთხოების პროტოკოლში წერია, რომ თუ გუნდის განაცხადში 13 ფეხბურთელი მაინც არის სათამაშოდ მზად, მაშინ გუნდი ვალდებულია, რომ თამაშზე გამოცხადდეს, თუმცა ნეაპოლის ჯანმრთელობის უსაფრთხოების წარმომადგენლები გუნდს მაღალი რისკის გამო ტურინში გამგზავრების საშუალებას არ აძლევენ.

თეორიულად, პარტენოპეის მატჩზე არგამოცხადების გამო 3 – 0 წაგება უნდა ჩაეთვალოს, თუმცა ტურინში წასვლა-არ წასვლის საკითხს გუნდი არ წყვეტს, რაც გაურკვეველ სიტუაციას ქმნის…

ჯერჯერობით შეხვედრა ოფიციალურად გაუქმებული არ არის და სერია ა-ს წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.