Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი – ნაპოლი გეგმის მიხედვით გაიმართება

ნაპოლის იუვენტუსთან მატჩის წინ კორონა ვირუსზე კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდა და საბედნიეროდ გუნდის არც ერთ წევრს ვირუსი არ დაუდასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი მატჩი იუვესა და ნაპოლის შორის არ გადაიდება.

ჯენოასთან გამართული მატჩის შემდეგ კორონა ვირუსი ზელინსკის და სტაფის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდათ და იყო საშიშროება, რომ შეხვედრა გადაიდებოდა, თუმცა საბედნიეროდ სხვა ინფიცირებული გუნდში არ აღმოჩნდა.