Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი – ნაპოლი: საბოლოო ვერდიქტი ხვალ გახდება ცნობილი

იუვენტუსი – ნაპოლის მატჩზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სპორტულ მოსამართლეს ხვალ მოუწევს. მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს ნაპოლი ტურინში არ გამოცხადდა, ყველას ეგნოა, რომ იუვენტუსს ტექნიკურ გამარჯვებას ჩაუთვლიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

მოსამართლემ საქმის კარგად გამოკვლევისთვის მეტი დრო ითხოვა და ხვალ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

Il Mattino-ს ინფორმაციით, საქმეს 2 შესაძლო დასასრული აქვს:

პირველი, ჩაეთვალოს იუვენტუსს ტექნიკური მოგება, ანგარიშით 3 – 0, ან რაც უფრო რეალურია, დაინიშნოს მატჩის ხელახალი ჩატარების თარიღი.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევის გამო, ნაპოლის სატურნირო ცხრილში ერთი ქულა ჩამოაკლონ.