Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი ნუნო მენდეშით ინტერესდება

პორტუგალიური სპორტული გამოცემა A Bola-ს მტკიცებით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სპორტინგის უკანახაზელის, ნუნო მენდეშის გაფორმებას შეეცდება.

18 წლის ფეხბურთელს, რომელსაც იუვეს გარდა მილანიც აკვირდება, როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში

სპორტინგმა ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტი ახლახანს, 2025 წლამდე გაუხანგრძლივა და მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 70 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა წყაროს მტკიცებით სპორტინგი ფეხბურთელს 30-35 მილიონ ევროდ შეელევა.