Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი პაპუ გომესის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას კაპიტნის, პაპუ გომესის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მზად არის, ფეხბურთელის გასაფორმებლად იბრძოლოს.

პაპუ გომესი, რომელსაც გასპერინისთან კონფლიქტი მოუვიდა, ბოლო 3 მატჩში ატალანტას განაცხადშიც კი არ ყოფილა და ყველასთვის ნათელია, რომ ის გუნდს დატოვებს.

ბერგამოელები არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვენ და იუვენტუსი ამ თანხის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ გუნდს ბერნარდესკი ან რომელიმე სხვა მოთამაშე დატოვებს.