Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პარედესს არ ივიწყებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი პსჟ-ს ნახევარმცველის ლეანდრო პარედესის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, თუმცა მის გასაფორმებლად პირველ რიგში რომელიმე ნახევარმცველის გაშვება დასჭირდება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, წამსვლელთა სიაში პირველ ადგილზე აარონ რემსია, რომელთანაც ბიანკონერი კონტრაქტის გაწყვეტაზე უკვე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით მხარეები კომპენსაციის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

რემსის გარდა, იუვენტუსი კვლავ ცდილობს არტურის გუნდიდან გაშვებას, რომელიც მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის, თუმცა მისი მაღალი ხელფასისა და სატრანსფერო ფასის გამო ბიანკონერი მსურველების პოვნას ვერ ახერხებს.