Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პერინის შენარჩუნებას ცდილობს

ჯიჯი ბუფონის წასვლის შემდეგ, იუვენტუსი მეორე კიპერის ძიებაშია და ერთ-ერთი ვარიანტი გუნდში მატია პერინის დატოვება გახლავთ, რომელმაც გასული სეზონი ჯენოაში იჯარის წესით გაატარა და ტურინში დაბრუნდა.

Calciomercato-ს ცნობით, ბიანკონერის იმედი აქვს, რომ პერინი მომდევნო სეზონში გუნდის მეორე კარის დარაჯი იქნება, მაგრამ 28 წლის იტალიელ კიპერს მეორე ნომერი არ აწყობს და გუნდის დატოვება სურს.

პერინს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და თუ ტურინელებმა მისი დაყოლიება ვერ მოახერხეს, ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.