Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პიანიჩის აგენტს შეხვდა…

ბოლო დღეებში მირალემ პიანიჩის იუვენტუსში შესაძლო დაბრუნების შესახებ არაერთმა ესპანურმა თუ იტალიურმა გამოცემამ ისაუბრა და Tuttosport-ის ინფორმაციით, გუშინ ბიანკონერის წარმომადგენლები ბოსნიელი ფეხბურთელის აგენტს შეხვდნენ.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა მირალემის იუვენტუსში დაბრუნების სურვილი დაადასტურა და მისი გუნდში ხილვის წინააღმდეგი არც მაქს ალეგრია, მაგრამ იუვეს პირველ რიგში აარონ რემსის გაყიდვა მოუწევს, პიანიჩს კი ხელფასის საგრძნობლად შემცირება.