Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პიანიჩის დაბრუნებას არ აპირებს

იუვენტუსში მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ, იტალიურ მედიაში მირალემ პიანიჩის ტურინში შესაძლო ტრანსფერზე არაერთმა იტალიურმა თუ ესპანურმა გამოცემამ დაწერა, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბიანკონერი ბოსნიელ ფეხბურთელთან ამ ეტაპზე არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

წყაროს ცნობით, ტურინელებისთვის პრიორიტეტული სამიზნე მანუელ ლოკატელია და ნეროვერდისთან შეხვედრა უახლოეს დღეებშია ჩანიშნული, რომელზეც ზებრები სასუოლოს ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავენ და იმედი აქვთ, რომ ტრანსფერი საბოლოოდ დაიხურება.

რამდენიმე დღის წინ რამდენიმე გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ დაწერა, რომ ბარსა მზად არის ბოსნიელ ფეხბურთელს, რომელიც გასული სეზონის სტარტზე 60 მილიონად გაიფორმა, გუნდიდან უფასოდ გაუშვას, თუმცა მირალემი სანამ ახალ გუნდს არ იპოვნის ამ წინადადების მიღებას არ აპირებს, მისი პრიორიტეტი კი იუვენტუსში დაბრუნებაა…