Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პიანიჩის ტრანსფერზე არ მუშაობს

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რომ იუვენტუსი ბარსელონადან მირალემ პიანიჩის დაბრუნებას განიხილავდა, როგორც ჩანს ბოსნიელი ფეხბურთელის იუვეს მაისურით ხილვა მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია.

პიანიჩს კატალონიურ გრანდში სადებიუტო სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა და ალეგრის იუვეში დაბრუნების შემდეგ, მედიაში მირალემის სახელი ბიანკონერის არაერთხელ დაუკავშირეს, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი სრულიად ლოკატელის ტრანსფერზეა კონცენტრირებული და პიანიჩი გუნდში ამ ეტაპზე იდეის დონეზეც არ განხილულა.