Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პიანიჩის ტრანსფერს უბრუნდება

იუვენტუსი მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და სავარაუდოდ იტალიელი ფეხბურთელის იუვეს მაისურით ხილვა დროის საკითხია, მაგრამ არტურის ოპერაციის შემდეგ, რომელიც მოედანს მინიმუმ 3 თვით დაემშვიდობა, მაქს ალეგრის ნახევარდაცვაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება სურს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ლოკატელის გაფორმების შემდეგ იუვენტუსი ბარსელონადან მირალემ პიანიჩის ტრანსფერზე დაიწყებს მუშაობას.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს ბოსნიელი ფეხბურთელის გუნდში დაბრუნება 2-წლიანი იჯარით სურს, გამოსყიდვის ვალდებულების გარეშე და მზად არის პიანიჩის ხელფასის გარკვეული ნაწილი გადაიხადოს.