Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პიანიჩს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაიბრუნებს

მირალემ პიანიჩის იუვენტუსში დაბრუნების შესახებ ხმები არ წყდება, თუმცა ამ მომენტისათვის ბოსნიელი ფეხბურთელის ტურინში ხილვა ნაკლებად მოსალოდნელია.

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, 31 წლის ნახევარმცველის გუნდში ხილვის წინააღმდეგი მაქს ალეგრი არ არის, მაგრამ ტურინელები მის დამატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ გუნდს აარონ რემსი დატოვებს, რომელიც ალეგრის გეგმებში არ შედის.

უელსელი ფეხბურთელი, რომელსაც იუვესთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, სეზონში 8 მილიონ ევროს იღებს და გუნდის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დაინტერესებული მხარე ანალოგიურ ხელფასს შესთავაზებს, ამის გაკეთებას კი ჯერჯერობით არც ერთი გუნდი არ აპირებს…