Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პირლოს გაშვებას არ აპირებს

იუვენტუსში ანდრეა პირლოს მთავარი მწვრთნელის რანგში ხილვა ყველასთვის მოულოდნელი იყო და ძალიან ბევრი კრიტიკოსი ტურინელების წარუმატებელ სვლას როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე სერია ა-ში სწორედ მაესტროს გამოუცდელობას აბრალებს.

ამის მიუხედავად, Tuttosport-ის მტკიცებით იუვეს პრეზიდენტი ანდრეა ანიელი პირლოს გუნდიდან გაშვებას არ აპირებს და მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით, ლეგენდარული იტალიელი იუვენტუსის თავკაცი იქნება.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ პირლოს იუვენტუსში მისვლა პირადად ანიელის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც პარატიჩი და ნედვედი არ ეთანხმებოდნენ და წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, ტურინული გრანდის პრეზიდენტი ახალი პროექტის მიმართ ნდობას არ კარგავს.

გაზაფხულში იუვენტუსის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება და გუნდი ისეთი ფეხბურთელების ყიდვას აპირებს, რომლებიც ანდრეა პირლოს ხედვას შეესაბამება…

გათიშვა