იუვენტუსი პოგბას ტრანსფერისთვის ფულის შეგროვებას იწყებს

talkSPORT-ის მტკიცებით,იუვენტუსი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პოლ პოგბას დაბრუნებას შეეცდება,რაც იაფი ნამდვილად არ იქნება და ამიტომ აარონ რემსის გაყიდვას გეგმავს.

ტურინელები ბრიტანელ ფეხბურთელს ერთი სეზონის შემდეგ ყიდიან.რემსი იუვენტუსში არსენალიდან,თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

უელსელი იუვენტუსში კვირაში 400,000 ევროს გამოიმუშავებს,რისი გადახდაც მიმდინარე კრიზისის დროს იუვენტუსს ნამდვილად არ სურს.

„ასეთ მეთოდს იუვენტუსი ხშირად მიმართავს.განსაკუთრებით ხშირი ბეპე მაროტას გუნდში ყოფნის პერიოდში იყო,რომელიც ახლა ინტერის სპორტული დირექტორია.

„მას მოსწონდა უფასო ფეხბურთელების აყვანა და შემდეგ მათი გაყიდვით ფულის მიღება.მათ ეს ემრე ჩანის შემთხვევაში გააკეთეს,ახლა იგივეს გამეორება აარონ რემსისთან სურთ.

„რემსის გარდა,დიდი ალბათობით იგივე ბედი ადრიენ რაბიოსაც ეწევა.ორივე კარგი ფეხბურთელია და გუნდს თუ არ გამოადგებიან,მათი სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობა ყოველთვის იქნება.

„მოულოდნელი არავისთვის იქნება,თუ რემსის და რაბიოს იუვენტუსი პოლ პოგბას სანაცვლოდ დათმობს,ყველამ კარგად ვიცით,რომ ფრანგი იუვენტუსის მთავარი სამიზნეა.“ ვკითხულობთ talkSPORT-ის განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published.