Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პოგბას ტრანსფერში ფავორიტია

პოლ პოგბა იუვენტუსის სასურველი ფეხბურთელების სიაში მოწინავე პოზიციას უკვე დიდი ხანია იკავებს და ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის გაფორმების მთავარი ფავორიტი სწორედ ბიანკონერი გახლავთ.

პოგბას მიმდინარე კონტრაქტი მანჩესტერთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ მომდევნო სეზონში მისი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შანსი ძალიან დიდია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს პოლის გაფორმება კვლავ თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს და მზად არის ფრანგს მომდევნო ზაფხულამდე დაელოდოს.

შეგახსენებთ, იუვენტუსმა 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით უკვე გაიფორმა, რის შემდეგაც მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარი აკადემიის აღზრდილი 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.