Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პოგბას უფასოდ დამატებას ეცდება

იუვენტუსმა მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაგეგმვა უკვე დაიწყო და როგორც ყოველთვის, ბიანკონერი თავისუფალ აგენტებს განიხილავს, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი პოლ პოგბა იქნება.

პოგბას მანჩესტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. მისი აგენტი მინო რაიოლა იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავ ურთიერთობაშია და თუ ბიანკონერი პოგბას შესაბამის პირობებს შესთავაზებს, მისი ტურინში დაბრუნება გამორიცხული არ არის.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ზამთარში, როდესაც პოგბას მანჩესტერთან კონტრაქტში 6 თვეზე ნაკლები დარჩება და პოლთან მოლაპარაკებების გასამართად წითელი ეშმაკების უფლების მიღება აღარ დასჭირდება, ფრანგ ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს დაიწყებს და პრე-კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება.