Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი პოგბა – რონალდუს ბარტერს განიხილავს

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ჟურნალისტის, მიგელ დილეინის მტკიცებით, იუვენტუსი პოგბას გაფორმების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს და მათ შორის ტრანსფერში არც კრიშტიანუ რონალდუს ჩართვაა გამორიცხული.

„იუვენტუსი რაიოლას სიტყვების შემდეგ პოგბას ტრანსფერზე გააქტიურდა და ცდილობენ ისეთი გამოსავალი იპოვნონ, რომელიც ორივე გუნდს დააკმაყოფილებს.

„ტურინელები გუნდში კოლექტიური ფეხბურთის დანერგვას ცდილობენ, ასე იყო სარის დროსაც და ასეა ახლაც, მაგრამ ეს რონალდუსთან ერთად, მისი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შეუძლებელია.

„აქამდე ეს პრობლემა არ იყო, რადგან კრიშტიანუს თამაშების მოგება მარტოს შეეძლო, თუმცა რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მის გენიალურობაზე, მას ასაკი უფრო და უფრო ეტყობა და გუნდურ ფეხბურთში კი მის ადგილს ვერ ვხედავ.“