Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პოჩეტინოს დაუკავშირდა

Sportitalia-ს მტკიცებით,იუვენტუსის ხელმძღვანელობა მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა და ჰკითხა,ისურვებდა თუ არა ის მაურიციო სარის ჩანაცვლებას.

იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის,ალფრედო პედულას მტკიცებით, ანიელიჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ძალიან იმედგაცრუებულია და ახალი მწვრთნელის ძებნას უკვე შეუდგა.

პოჩეტინო ერთადერთ კანდიდატი არ არის,თუმცა წყაროს მტკიცებით იუვეს მხრიდან საუბარი ჯერჯერობით მხოლოდ არგენტინელთან შედგა.

ზედიზედ მე-9 სკუდეტოს მოგების მიუხედავად,სარის იუვენტუსი მთელი სეზონის განმავლობაში არასტაბილურად თამაშობდა და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია არსებობს,თუმცა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ ეს ჭორები რეალობად აქცია.

Sky Sport Italia და Gazzetta dello Sport-ის  მტკიცებით,პოჩეტინოს გარდა იუვეს სიაში სიმონე ინძაგიც არის,თუმცა ლაციო ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და მისი რომიდან წაყვანა ძალიან რთული იქნება.

პოჩეტინო ტოტენჰემიდან წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია და იქიდან გამომდინარე, რომ მის ოჯახს ფესვები ტურინიდან აქვს,ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ არგენტინელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *