Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პსვ-ს ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი პსვ-ს შემტევი ნახევარმცველის მოჰამედ იჰატარენის ტრანსფერზე მუშაობს.

19 წლის ფეხბურთელს, რომელსაც პარალელურად ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ნიდერლანდელებთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ტურინელებს მისი დამატება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, შედარებით იაფად სურს.

მისი აგენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლა გახლავთ და Goal-ის ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორამციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.