Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი პსჟ-ს ნახევარმცველს დაუბრუნდა

იუვენტუსი არტურ მელოს პოტენციურ შემცვლელს ეძებს, რომელსაც ოპერაცია გაუკეთდა და ის მინიმუმ 3 თვე ვერ ითამაშებს და ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი პსჟ-ს ლეანდრო პარედესი გახლავთ.

La Repubblica-ს ინფორმაციით, ბიანკონერი პარიზელებს ფეხბურთელის 1-წლიან იჯარას სთავაზობს, სეზონის შემდეგ მისი გამოსყიდვის შესაძლებლობით.

27 წლის ნახევარმცველს კარიერაში კიევოს, ემპოლის და რომას რიგებში აქვს ნათამაშები და კალჩოში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს.

წყაროს ცნობით, იუვე ლოკატელის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და პარედესი მის ალტერნატივად არ მოიაზრება.