იუვენტუსი ჟესუსის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

გონსალო იგუაინის მომავალი კვლავ გაურკვეველია და ტურინელები მისი შემცვლელის ძიებაში არიან.ჯერჯერობით მათ მთავარ სამიზნედ კვლავ ნაპოლის არკადიუშ მილიკი მიიჩნევა,თუმცა ტურინელები მანჩესტერ სიტის ვარსკვლავს,გაბრიელ ჟესუსსაც აკვირდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით,ნაპოლი მილიკს 50 მილიონ ევროდ აფასებს,თუმცა ისინი თანხის დაკლებაზეც არ არიან წინააღმდეგი,თუ პოლონელ შემტევს იტალიის საზღვრებს გარეთ გაუშვებენ.

აქედან გამომდინარე,იუვე მის ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს და გაბრიელ ჟესუსი მათი ფავორიტი ფეხბურთელია.ტურინელები მის სანაცვლოდ მანჩესტერ სიტის დუგლას კოშტას შესთავაზებენ,რომელსაც პეპ გუარდიოლას გუნდში მიუნხენის ბაიერნში უკვე უთამაშია და მისი დიდი სიმპათიებით სარგებლობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.