Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ჟესუსს უმიზნებს

იუვენტუსში კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო შემცვლელების შესახებ ცნობები არ წყდება და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაურო იკარდის და დუშან ვლაჰოვიჩის შემდეგ, იუვენტუსს მანჩესტერ სიტის გაბრიელ ჟესუსი მოუნდა.

წყაროს ცნობით, პსჟ კრიშტიანუს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს და შეთანხმების შემთხვევაში, ბიანკონერი პორტუგალიელი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის.

კრიშტიანუს გუნდიდან წასვლა იუვენტუსს სატრანსფერო ღირებულებისა და მისი წლიური ანაზღაურების გათვალისწინებით 80 მილიონ ევროს მოუტანს, რაც ჟესუსის ტრანსფერისთვის სრულიად საკმარისი იქნება.