Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ჟორჟინიოს ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის წარმომადგენლები ჩელსის იტალიელი ნახევარმცველის ჟორჟინიოს აგენტს დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დააფიქსირეს.

29 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ლონდონელებთან 2023 წლის ზაფხულში იწურება და ფეხბურთელის აგენტმა ცოტა ხნის წინ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ისინი ჩელსისთან ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

Calciomercato-ს ცნობით, თუ ჟორჟინიო ლურჯების რიგების დატოვებას გადაწყვეტს, მისმა აგნეტმა იცის, რომ ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ტურინული გრანდი იქნება.