Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რაბიოს აგენტს შეხვდა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ იუვენტუსის დირექტორს ფედერიკო კერუბინისა და ადრიენ რაბიოს აგენტს შორის შეხვედრა გაიმართა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგნენ, თუმცა ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ფრანგი ტურინულ გრანდში დარჩება.

რაბიოს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს ეწურება და ის ტურინში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ხელფასის 9-10 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს, იუვენტუსი კი 7-7.5 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას ჯერჯერობით არ აპირებს.