Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რადიკალურ ზომებზე მიდის…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ჩელსისთან მატჩის შემდეგ გუნდის თამაშით უკიდურესად იმედგაცრუებული დარჩა და სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

Tuttosport-ის ცნობით, ტურინელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რაბიოს, არტურის, რემსის, ბენტანკურის და ალექს სანდროს გაყიდვას შეეცდებიან, ხოლო მათთან, ვისაც მსურველები არ გამოუჩნდება, ხელშეკრულების გაწყვეტას გეგმავენ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი არც ალვარო მორატას შენარჩუნებას აპირებს, რომელიც არასტაბილურ თამაშს განაგრძობს და ტურინელები მის სანაცვლოდ 35 მილიონის დახარჯვას არ აპირებენ.