Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი რეალის უკანახაზელით ინტერესდება

იუვენტუსი უკვე დიდი ხანია მარცხენა მცველის ძიებაშია, რომელიც ალექს სანდროს ხანგრძლივი შემცვლელი იქნება და ესპანური მედიის ინფორამციით, ბიანკონერის მთავარი სამიზნე მადრიდის რეალის ფერლან მენდი იქნება.

მენდი ბლანკოსს 2019 წელს, ლიონიდან შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა, თუმცა საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ მისი მომავალი რეალში გაურკვეველია, რადგან წყაროების ცნობით კარლო ანჩელოტი უპირატესობას მიგელ გუტიერესს ანიჭებს.

Todofichajes-ის ინფორამციით, საკმაოდ პასიური სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ იუვენტუსი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას ეცდება და ზებრების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე 26 წლის ფრანგი ფეხბურთელი იქნება.